Sliderსაზოგადოება

“თქვენ ჩვენი ბოლო იმედი ხართ” – საქართველოს ტურისტული გილდია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

კანონპროექტი თითქოს უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი გიდების ინტერესებს უპირველეს ყოვლისა და ზოგადად გიდების რაოდენობის განსაზღვრას ქვეყანაში. ჩვენი დამოკიდებულებაც იდენტურია, თუმცა ვთვლით, რომ კანონპროექტი ამ სახით არ უნდა იქნას მიღებული, რადგან ამ ვერსიაში არსადაა გათვალისწინებული ადგილობრივი, კვალიფიციური ტურისტული გიდების კეთილდღეობა და ინტერესები. (გარდა ბენეფიტებისა, რომელიც საკმაოდ დამამცირებელია).

საქართველოს პრემიერ – მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
“საქართველოს ტურისტული გილდიის” კოლექტიური
თხოვნა – წერილი
კომენტარები ტურიზმის კანონპროექტთან დაკავშირებით
მოგესალმებით.
მოგეხსენებათ, ბოლო ხანია მიმდინარეობს მსჯელობა ტურისტული კანონპროექტის შესახებ. არადა დიდი ხანია, გადასახედია 1997 წელს მიიღებული კანონი, მითუფრო, რომ ბოლო წლებში ქაოსური სიტუაცია ჩამოყალიბდა და თავისთავად, გაჩნდა რეგულაციის საჭიროება.
საქმე ეხება უცხო ქვეყნის მომრავლებულ მოქალაქეებს, რომლებიც არამარტო საყვარელ სამუშაოს ართმევენ ადგილობრივ, კვალიფიციურ, სერტიფიცირებულ გიდებს, არამედ ახალი ისტორიის შექმნას ლამობენ მისი დამახინჯების გზით და ამასგარდა, ხდება ეტაპობრივი განადგურება ჩვენი კულტურულ-მატერიალურ-ისტორიული ძეგლების.
კანონპროექტი თითქოს უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი გიდების ინტერესებს უპირველეს ყოვლისა და ზოგადად გიდების რაოდენობის განსაზღვრას ქვეყანაში. ჩვენი დამოკიდებულებაც იდენტურია, თუმცა ვთვლით, რომ კანონპროექტი ამ სახით არ უნდა იქნას მიღებული, რადგან ამ ვერსიაში არსადაა გათვალისწინებული ადგილობრივი, კვალიფიციური ტურისტული გიდების კეთილდღეობა და ინტერესები. (გარდა ბენეფიტებისა, რომელიც საკმაოდ დამამცირებელია).
1) ბენეფიტად ხაზგასმულია მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე უფასოდ დაშვების საკითხი, თუმცა მხოლოდ ეს მცირე დათმობა ვერ მოაგვარებს იმ მთავარ პრობლემას, რომელსაც დღეს აწყდებიან ადგილობრივი გიდები. საუბარია ზემოთ ნახსენები უცხოელი გიდების საქმიანობაზე საქართველოში, რაც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მძაფრდება და აღნიშნული კანონპროექტით ეს ფაქტი არ რეგულირდება ადგილობრივი გიდების სასარგებლოდ. – ამ სიკეთით ანალოგიურად ისარგებლებენ ადგილობრივი უცხოელი გიდებიც.
გიდი უცხო ენასთან ერთად, უნდა ფლობდეს ქართულ ენას ც1 დონეზე და უნდა წარმოადგენდეს საქართველოს მოქალაქეს (უკიდურეს შემთხვევაში ფლობდეს ბინადრობის უფლებას). ამ პუნქტების ამოღება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და არაკომპეტენტურ პირებს აძლევს საშუალებას მიიღონ პრივილეგია ტურისტულ საქმიანობაში, რაც წარმოადგენს საფრთხეს ორი მიმართულებით:
უცხოელი გიდები თავად ემსახურებიან ჩამოსულ ტურისტულ ჯგუფებს და ამითი ართმევენ შემოსავლის წყაროს ადგილობრივებს, რომლებიც წლებია საზრდოობენ ტურიზმიდან არსებული შემოსავლით. ფინანსური რესურსი, ნაცვლად ქვეყანაში დალექვისა, გაედინება უკან. კანონპროექტი არ კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ტურისტულ გიდად საქმიანობას. სამწუხაროდ, არ ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმიანობის გაკონტროლება საქართველოში – არ ხდება მონიტორინგი და შესაბამისად – აღსრულება.
2)ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რადგან არ ხდება კონტროლი იმ ინფორმაციისა, რომელსაც აწვდიან ქვეყანაში შემოსულ სტუმრებს. საგანგაშოდ გახშირებულია ფაქტები, როდესაც ადგილობრივი გიდები უცხოელი გიდების
საუბრის მოსმენისას გებულობენ იმ არასწორი ინფორმაციის შესახებ, რომელსაც უცხოელი გიდები აწვდიან თავიანთ ჯგუფს.
3) „ტურისტული გიდი არის პირი, რომელიც უძღვება ვიზიტორებს მათ მიერ შერჩეულ ენაზე და ახდენს ადგილის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერპრეტირებას მათთვის; პირი, რომელიც როგორც წესი, ფლობს ადგილთან დაკავშირებულ სპეციფიკურ ცოდნას და კვალიფიკაციას, რომელიც გაცემულია და/ან აღიარებულია შესაბამისი ავტორიტეტის მიერ. “
განმარტებაში ან ცალკე პუნქტად მიგვაჩნია საჭიროდ შემდეგი ფორმულირების ჩამატება: ტურისტული გიდი – საქართველოს მოქალაქე, ან ბინადრობის უფლების მქონე ფიზიკური პირი.
4) 35-ე მუხლის 2- 3 პუნქტი კარგავს აზრს, ვინაიდან და რადგანაც, თუკი ეს კანონი ამ სახით ძალაში შევა, აზრი ეკარგება რეგისტრაციასაც, სერტიფიცირებასაც, ტურისტული გიდების ასოციაციების არსებობასაც და ქაოსი ამ სფეროში მოიმატებს. ტურისტული პატრულის ფუნქცია თუ მიმართული იქნება ადგილობრივი, მოქალაქე გიდების გამოვლენა-დაჯარიმებაზე – ეს კანონი იმთავითვე მკვრადშობილია. მონიტორინგი და ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა ილუზორული იქნება, რადგან ადგილობრივი არც დარეგისტრირებული და არც დაურეგისტრირებელი გიდი აღარ იარსებებს. ბენეფიტების არსებობა უკვე უადგილო ხდება. აღარ იარსებებს საქართველოს მოქალაქე გიდის მცნება.
უკმაყოფილება არამარტო გიდების საზოგადოებაში იზრდება, ( დაახლ – 5 000 გიდი – სერტიფიცირებული – არასერტიფიცირებული), ასევე დაუსაქმებელნი რჩებიან ტურისტული მძღოლები, რომელთა უგულებელყოფა ხშირ შემთხვევაში ტრაგედიის ტოლფასი ხდება, რადგანაც მათი დიდი გამოცდილება ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობისა წარმატებით ჩატარებული ტურის საწინდარია.
იზრდება უკმაყოფილება ამ სეგმენეტში მომუშავე განაწყენებულ ხალხთა, თუმცა ამჯერად კულტურულ გიდებზე და ტურისტულ მძღოლებზე გვაქვს საუბარი.
და თუ ვისაუბრებთ დისკრიმინაციაზე, რომელიც უცხო ქვეყნის აქ დროებით თავშეფარებულ პირებს, სტუდენტებს შეეხებათ ამ კანონში საქართველოს მოქალაქის უფლებების და პრიორიტეტების ხაზგასმით, პირველ რიგში ვილაპარაკოთ დისკრიმინაციაზე, რომელიც ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს შეგვეხება – ჩვენ ვრჩებით აბსოლუტურად უუფლებონი, დაუცველნი, იგნორირებულნი და დისკრიმინირებულნი.
ჩვენი დიდი თხოვნაა – შეგვხვდით გიდების წარმომადგენელთა მცირე ჯგუფს, მოგვისმინეთ, დარწმუნებულნი ვართ, გაისიგრძეგანებთ ჩვენს სატკივარს. არის იმისი მოცემულობა ამ კანონპროექტის დახვეწის გზით, რომ საქართველოში მოქმედი ამ პროფესიაზე შეყვარებული მოქალაქეები კვლავაც წარმატებით, კანონის მხარდაჭერით განაგრძობენ მოღვაწეობას დ აუცხო ქვეყნის მოქალაქეების- ტურისტების მასპინძლობას, მითუფრო რომ 2024 წელს საქართველო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყანადაა დასახელებული და ნუ დავარღვევთ საუკუნოვან ტრადიციას – საქართველოში ჩვენ ვართ მასპინძლები და არა დროებით ჩამოსახლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
პატივისცემით – არასამთავრობო ორგანიზაცია „ საქართველოს ტურისტული გილდია“.
შეხვედრაზე დამსწრეთა მცირე სია:
ალექსანდრე ზახაშვილი
ნანა კლიმიაშვილი
ნატო ანდრონიკაშვილი
გიორგი თეთრაძე
ქეთევან ბურნაძე
ზვიად ტომარაძე
მანჩო გიორგობიანი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close