პოლიტიკა

თუ ხელისუფლებას შეუძლია, ასეთ აბსურდულ საქმეზე დაიჭიროს ადამიანი, მას შეუძლია ყველაფერი ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით – ბოკერია

ქვეყანა მიდის თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით - არა თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისიტური, ოლიგარქიული, ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ. ეს გაკეთდა ქვეყნის შიგნით ძალის დემონსტრირებისთვის, უიმედობის დასათესად და ვიმეორებ ამ განაცხადისთვის, რომ „დიახ, ეს ძალაუფლება გვაქვს და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ“

„ასეთ აბსურდულ საქმეზე ღია განაცხადით, რომ „პოლიტიკური დაკვეთაა და ამიტომ გიჭერთ“, არის გაგრძელება, რომ სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილი და მისი გარემოცვაა ძალაუფლებაში, ქვეყანა მიდის თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით – არა თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისიტური, ოლიგარქიული, ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ. ეს გაკეთდა ქვეყნის შიგნით ძალის დემონსტრირებისთვის, უიმედობის დასათესად და ვიმეორებ ამ განაცხადისთვის, რომ „დიახ, ეს ძალაუფლება გვაქვს და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ“.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ძალიან არასწორი იქნება ახლა ამ დისკუსიის დაყვანა იმაზე, თუ ვის მოსწონს გვარამია, ოპოზიციური მედია და ზოგადად ოპოზიცია და ვის – არა. თუ ხელისუფლებას შეუძლია, რომ ასეთ აბსურდულ საქმეზე, რომელიც მხოლოდ კერძო განხილვის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამისთვის დაიჭიროს ადამიანი, მას შეუძლია ყველაფერი ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით. ეს არის ავტორიტარული რეჟიმის არსი, რისკენაც წლებია ივანიშვილი და მისმა გარემოცვა მიდის და ბოლო პერიოდში სვლა დააჩქარა.

იკვეთება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომ საქართველოს ეს ხელისუფლება თავისუფლების საპირისპირო გზით მიდის, ანუ არა ევროპაში და ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ. ის აქაც იანუკოვიჩივით შეეცდება რაღაც ბუნდოვანების შენარჩუნებას – ეს არ იქნება მაშინვე ლუკაშენკოს რეჟიმი, რომ ყველა არხი აუცილებლად ზეგ დახუროს, მაგრამ ეს გზა აქამდე მიდის. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი შანსი ამ ქვეყნის სამშვიდობოს გასვლის და თავისუფალ, ღირსეულ ქვეყნად გახდომის – ეს ამ რეჟიმის დამარცხება, ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა და სწორ გზაზე დაყენებაა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close