საზოგადოება

თუ მეზობელს კორონა დაუდასტურდა, არ დაიზაროთ და ერთი თეფში სადილი, ხილი მიაწოდეთ ხოლმე – თეონა ჭალიძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ პოლიტსაბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე საზოგადოებას მიმართავს და კოვიდინფიცირებული ადამიანების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს:

„კორონა ისე გადავაგორე კაციშვილი არ შემიწუხებიხართ.

ახლა კი გიზიარებთ რამდენიმე რჩევას

1. დარწმუნდით რომ კომპეტენტური ექიმი მოგამაგრეს და არა ჩემსავით ცოტა უპასუხისმგებლო და ,,რავიცი აბა თუ გინდათ გაიკეთეთ” (დეტალებით არ გადაგღლით)

2. არ ინერვიულოთ და არც კორონიანი ადამიანი არ გაანერვიულოთ, ისედაც სტრესშია

3. თუ ვინმე თქვენს ახლობელს, მეზობელს კორონა დაუდასტურდება და სახლშია, არ დაიზაროთ და ერთი თეფში სადილი, ხილი მიაწოდეთ ხოლმე, ამ დროს კარგი კვება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას არ აქვს ამის საშუალება. არაა საჭირო კითხვები, პირდაპირ მოიკითხეთ.” – წერს თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close