პოლიტიკა

თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ… – “გირჩი მეტი თავისუფლება”, “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” მმართველ პარტიას მიმართავს

“გირჩი მეტი თავისუფლება”, “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ერთობლივ განცხადებას არვცელებს და მმართველ პარტიას მიმართავს.

“მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენს მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა”, – წერია განცხადებაში. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close