პოლიტიკა

თუ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი, ჩვენ შოთა რუსთაველის ქვეყანა ვართ, ილია ჭავჭავაძის ქვეყანა ვართ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქვეყანა ვართ – ხვიჩია

მე იმედი მაქვს, რომ საქართველო აწმყოთი არ შეფასდება, არც ოპოზიციის მოქმედებებით და არც ხელისუფლების. იმედი მაქვს წარსულით შეგვაფასებენ. მგონი მხოლოდ აქ გვაქვს საამაყო და სათქმელი ის, რომ არავისზე ნაკლები სისხლი არ გვაქვს დაღვრილი და თუ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი, ჩვენ შოთა რუსთაველის ქვეყანა ვართ, ილია ჭავჭავაძის ქვეყანა ვართ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქვეყანა ვართ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

იდეები რომლითაც ჩვენ ვიზრდებით, გამოკითხვები რომ აჩვენებს, რომ ევროპელობა გვინდა, ეს ხომ რაღაცას ეფუძნება და ეს ჩემი აზრით ჩვენი წარსულიდან მოდის. ამით თუ შეგვაფასებენ შანსი გვაქვს. მე გულშემატკივარი ვარ ამ ამბის. წაგება წაგებაა, არ აქვს მნიშვნელობა რის გამო აგებ. თუ წავაგებთ ხელისუფლება იქნება მთავარი დამნაშავე და ოპოზიციაც იქნება დამნაშავე. არსებობს საპატიო წაგება, მაგალითად თუ უკრაინას მიიღებენ და ჩვენ არა. თუ უკრაინასაც არ მიიღებენ, ანუ ევროკავშირშია პრობლემა და იქ შესვლა ჩვენი ეროვნული თვითმიზანი აღარ უნდა იყოს და ჩვენ თავს უნდა მივხედოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close