საზოგადოება

„თუ ამ სამ წესს გაითვალისწინებთ, შეგიძლიათ ცხოვრების ჩვეული წესებით იცხოვროთ “ – ნანა გეგეჭკორი მოსახლეობას მიმართავს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში სამი მთავარი წესის დაცვას ურჩევს, რომ აუცილებელი არ გახდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება.

„ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და ჰიგიენის წესები, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ცხოვრების ჩვეული წესებით, თუ ამ სამ წესს გაითვალისწინებთ, თუ არა – მოხდება ის, რაც მოხდა დანარჩენ სამყაროში და უბრალოდ, მთავრობას მოუწევს ქვეყნის გაჩერება, რაც ეკონომიკურად წარმოუდგენელი ზიანი იქნება. დაიკარგება სამსახური, გაჩერდება ბიზნესი და თქვენვე დაზარალდებით. მაქსიმალურად დაეხმარეთ ერთმანეთს და დაეხმარეთ ხელისუფლებას იმაში, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მართოს დაავადება“, – განაცხადა ნანა გეგეჭკორმა მისივე Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close