საზოგადოება

„თბილისის ცის ქვეშ“ – 25-26 ივნისს, გლდანში საესტრადო შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები გაიმართება

ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროექტი და უამრავი ადამიანი ესწრება, რაც სასიამოვნოა - კახა კალაძე

პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება და 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში საესტრადო შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მუსიკალური საღამოები 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.

„ვაგრძელებთ პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, უქმე დღეებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მუსიკალური საღამოები იმართება. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროექტი და უამრავი ადამიანი ესწრება, რაც სასიამოვნოა. ამჯერად, 25 და 26 ივნისს, დედაქალაქის მერია გლდანში გეპატიჟებათ საკონცერტო საღამოზე, სადაც თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. ღონისძიებები გაიმართება გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში (N7 და N20 კორპუსებს შორის). დასაწყისი 19:00 საათზეა. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. შეგიძლიათ მობრძანდეთ, ისიამოვნოთ, გაერთოთ და დაისვენოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close