საზოგადოება

თბილისის მეტროს სტაჟიან მუშაკებს საპატიო თანამშრომლების წოდება მიენიჭებათ

თბილისის მეტროს პირველი სადგურების გახსნიდან 56 წელი გავიდა

თბილისის მეტროს პირველი სადგურების გახსნიდან 56 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მეტროს სტაჟიან თანამშრომლებს ტრადიციულად საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია მათზე, ვისი სტაჟიც 32-დან 52 წლამდე მერყეობს.

„მათ შორის არიან: ჯუმბერ მერაბიშვილი, ავთანდილ ჯანეზაშვილი, იური ენუქიძე, ალექსანდრე გოგინაშვილი, ვალერიან კავკავაშვილი, გელა იტრიაშვილი, რობიზონ სარდლიშვილი, რევაზ თიკანაშვილი, რევაზ ჩიტაშვილი, ნიკოლოზ დათებაშვილი, გოჩა ლელუაშვილი, ბადრი ქუხილავა, მიხეილ ყიფშიძე, ვაჟა გიგილაშვილი. მინდა მივულოცო მათ და მადლობა გადავუხადო დედაქალაქისთვის თავდადებული სამსახურისთვის. ასევე საპატიო თანამშრომლის წოდება ენიჭება აწ გარდაცვლილ მერაბ ჩადუნელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელმაც 42 წელი იმუშავა თბილისის მეტროში. ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა. მინდა, პატივი მივაგო მის ხსოვნას“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მეტრო მოთხოვნადი, უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტია, რომლითაც ყოველდღიურად, საშუალოდ, 250-300 ათასზე მეტი მგზავრი გადაადგილდება. დღეს მისი ამოქმედებიდან 56 წელი შესრულდა. თბილისში მეტროს მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წლის შემდეგ, 1966 წლის 11 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close