საზოგადოება

მერია დღე და ღამე აუტანელი შრომის ფასად ცდილობს “დაალაგოს” თბილისი და გახადოს უფრო კომფორტული – ნიკო კახეთელიძე

ძალიან რთულია აქ დაწერო იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის სატრანსპორტო რეფორმა , რომელსაც ატარებს თბილისის მერია. რთულია იმიტომ, რომ ეს პროცესი მრავალკომპონენტიანია და ამის აღქმა და "ფართო ობიექტივით" დანახვა ადამიანებისთვის ვისაც არ ჰქონია შეხება ქალაქის ინფრასტრუქტურასთან ძალიან გაუჭირდება. ამ პროცესის მონაწილეები ვართ თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენი ყოველდღიურობა. გადაჩვევა იმის, რაც მნიშვნელოვანწილად აფერხებს ჩვენი ქალაქის განვითარებას. უნდა გადავეწყოთ და შევცვალოთ ჩვენი ჩვევები. რატომ? იმიტომ რომ სხვაგვარად ეს ქალაქი განადგურდება.

ნიკო კახეთელიძე, ექსპერტი:

“ძალიან რთულია აქ დაწერო იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის სატრანსპორტო რეფორმა , რომელსაც ატარებს თბილისის მერია. რთულია იმიტომ, რომ ეს პროცესი მრავალკომპონენტიანია და ამის აღქმა და “ფართო ობიექტივით” დანახვა ადამიანებისთვის ვისაც არ ჰქონია შეხება ქალაქის ინფრასტრუქტურასთან ძალიან გაუჭირდება. ამ პროცესის მონაწილეები ვართ თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენი ყოველდღიურობა. გადაჩვევა იმის, რაც მნიშვნელოვანწილად აფერხებს ჩვენი ქალაქის განვითარებას. უნდა გადავეწყოთ და შევცვალოთ ჩვენი ჩვევები. რატომ? იმიტომ რომ სხვაგვარად ეს ქალაქი განადგურდება. ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქში ხორციელდება, მარტო იმისთვის კი არ არის რომ გალამაზდეს და კეთილმოეწყოს თბილისი, ძალიან სერიოზულად დგას უსაფრთხოების საკითხი, რომელზეც სამწუხაროდ არ ან ვერ(უსახსრობის გამო) ახერხებდნენ ჩვენი წინამორბედები. კომუნიკაციების ის სისტემა რომელიც ქალაქის ძალიან ბევრ არეალშია არის მოძველებული, ავარიული და შეუსაბამო დღევანდელ მოთხოვნებთან. წლების განმავლოვბაში ამ პრობლემამ უამრავი სახლი აქცია ავარიულად და შექმნა “საინჟინრო კოლაფსი”. გაანადგურა ინგრასტრუქტურის ყველა კვანძი. რათქმუნდა შეეძლო კალაძეს “შეეპაჩინკებინა” მონაკვეთ-მონაკვეთ ყველაფერი და აირიდებდა გარკვეულ რისკებს რომელიც უკვე პოლიტიკას ეხება, მაგრამ ის ამაზე წავიდა და ამისთვის მას უპირობო გვერდზე დგომა სჭირდება. გვერდზე დგომა სჭირდება ხალხს, რომელიც დღე და ღამე აუტანელი შრომის ფასად ცდილობენ “დაალაგონ” ეს ქალაქი და გახადონ უფრო კომფორტული. ამასთანავე დარწმუნებული ვარ მათ კომპეტენციაში იმის გათვალისწინებით რომ გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულები არიან ძალიან სერიოზული უცხოური კომპანიები და ექსპერტები, რომლებსაც არაერთი ქალაქი გამოუყვანიათ უფრო რთული ვითარებიდან. ამიტომ მოთმინებით და გააზრებულად შევხედოთ ამ პრობლემებს . ჩემი მხარდაჭერა კახა კალაძეს და მის გუნდს”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close