საზოგადოება

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მცხოვრებმა დევნილებმა ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით აქცია გამართეს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობა, ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, მეორე დღეა, აქციას მართავს.

ისინი ამ დრომდე უარს ამბობენ დროებითი განსახლების შესახებ სამინისტროს წინადადებაზე და განმარტავენ, რომ მათ არ აქვთ გარანტიები, რომ უწყება ქირას საჭირო ვადამდე გადაიხდის.

აქციის მონაწილეებს დევნილთა სააგენტოს წარმომადგენელი შეხვდა. დავით გურამიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის უწყება მზადაა მოლაპარაკებებისთვის, სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეებს უწყებაში ელოდებიან, თუმცა დევნილები, მინისტრის მისვლას ადგილზე ითხოვენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close