საზოგადოება

თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში ადამიანების მოწამლის მიზეზი სავარაუდოდ სასმელი წყალი გახდა

თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში ადამიანების მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ სასმელი წყალი გახდა. „ტვ, პირველის“ ეთერში მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ დასახლებაში დაახლოებით 15 ადამიანი მოიწამლა და წყალს არასასიამოვნო სუნი და გემო ჰქონდა.

„სავარაუდოდ მოხდა კანალიზაციის წყლით მოწამვლა, მოუწესრიგებელია კანალიზაცია. საერთო მდგომარეობაა ცუდი, ცენტრალური წყლები არის გაფუჭებული. მოდის კანალიზაციის წყალი. ალბათ სავარაუდოდ შედის ამ სასმელ წყალშიც“, – ამბობს დასახლების ერთ-ერთი მცხოვრები.

მოსახლეობა აცხადებს, რომ გუშინ დასახლებაში სასწრაფო დახმარება ოთხჯერ გამოიძახეს და კლინიკებში მცირეწლოვანი ბავშვები გადაიყვანეს.

„იმედინიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close