საზოგადოება

თაკო ჩარკვიანმა ამ წლების განმავლობაში დაინახა სიმართლე, ესე იგი ჭკუა ისწავლა. მაგრად დადექი, თაკო! – დოდონა კიზირია

თაკო ჩარკვიანმა ჭკუა ისწავლა, რასაც ვერ ვიტყვი იმათზე, ვინც დღესაც ამ სულით და ხორცით მახინჯ არარაობას ემსახურება – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს.

„ქოცები დროს არ კარგავენ და ამოუთრევიათ თაკო ჩარკვიანის 2012 წლის კლიპი, სადაც ის იმ სიცრუეს იმეორებს, რაც თითქმის მთელმა საქართველომ დაიჯერა. ამით უნდათ სახელი გაუტეხონ.
თაკო ჩარკვიანმა ამ წლების განმავლობაში დაინახა სიმართლე, დაინახა შავი და თეთრი, დაინახა რას წარმოადგენს აფერისტი ბორია და მისი მონები. ესე იგი ჭკუა ისწავლა, რასაც ვერ ვიტყვი იმათზე, ვინც დღესაც ამ სულით და ხორცით მახინჯ არარაობას ემსახურება.
სამარცხვინო ის კი არ არის, რომ შეცდომა დაუშვი. სამარცხვინო ის არის, რომ შენი შეცდომა არ დაინახე და არ გამოასწორე.
მაგრად დადექი, თაკო!“ – წერს დოდონა კიზირია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close