Sliderმსოფლიო

თავი შეიკავეთ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან და, თუ ეს შესაძლებელია, არ დატოვოთ თქვენი სახლები – როსტოვის ოლქის გუბერნატორი (ვიდეო)

როსტოვის ოლქის გუბერნატორი გოლუბევი:
„ძვირფასო თანამემამულენო! შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან და, თუ ეს შესაძლებელია, არ დატოვოთ თქვენი სახლები“.

„ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერმა” სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და როსტოვში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს. „ამ მომენტისთვის სახელმწიფო საზღვარი ყველა ადგილას გადავკვეთეთ. მესაზღვრეები ჩვენთან მოდიოდნენ და ჩვენს მებრძოლებს ეხუტებოდნენ. ახლა როსტოვში შევდივართ.

[რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა, უფრო სწორად კი ახალწვეულებმა, რომლებიც გადმოისროლეს ჩვენთვის გზის გადასაკეტად, გვერდზე გაიწიეს. ჩვენ ბავშვებს არ ვებრძვით, ბავშვებს არ ვკლავთ. ბავშვებს შოიგუ კლავს იმით, რომ გაუწვრთნელებს ომში აგდებს.

ამიტომ ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით, მაგრამ წინ თუ დაგვიდგება ვინმე – ყველაფერს გავანადგურებთ, რაც წინ დაგვიდგება…

ჩვენ წინ მივდივართ, ბოლომდე მივდივართ. რაც შეეხება დაპატიმრების შესახებ განცხადებებს, ეს ძმობაა, ეს სამართლიანობაა, ეს ღირსებაა, ეს ნამუსია, რაც ჩვენ გვაქვს და როდესაც ამ განცხადებებს აკეთებთ, თქვენ ეს გრძნობები არ გაქვთ, განადგურებული გაქვთ ეს გრძნობები, ამიტომ შეუძლებელია ღალატის მეტი რამე გესმოდეთ,” – განაცხადა პრიგოჟინმა.

http://

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close