საზოგადოება

„თავი დაანებეთ ზოგადი ფრაზებით ლაპარაკს და სასწრაფოდ შეაჩერეთ ბანკებში სესხების გადახდა!“

ამას განიცდის მოქალაქე და არა ახალი ფეხსაცმლის და ორი კილო პომიდვრის ყიდვას – სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინი ჭელიძე მოქალაქეებისთვის საბანკო სესხების გადავადებას ითხოვს.

„ხალხი სამსახურებში არ დადის, დაწესებულებები ხელფასის ნახევარზე არ აძლევენ ხალხს საახალწლოდ (არ ჩამომათვლევინოთ ეხლა აქ საწარმოები!) და სასწრაფოდ შეაჩერეთ ბანკებში სესხების გადახდა!- ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ნერვიულობს და განიცდის მოქალაქე და არა ახალი ფეხსაცმლის და ორი კილო პომიდვრის ყიდვას! სასწრაფოდ ნიშნავს სასწრაფოდ! დღესვე, იმიტომ,რომ ვისაც ხვალ უკვე გადასახდელი აქვს, ვერ შეიტანს პროცენტს, მის დირექტორს ნაკლებად აღელვებს ეს პრობლემა და ხელფასს 10 იანვრამდე არ პირდებიან ხალხს! სესხის პროცენტის გადაუხდელობა ნიშნავს ამ ხალხის ,, გაშავებას,, და დამატებითი პროცენტების გადახდის ვალდებულებას! თავი დაანებეთ ყველამ ზოგადი ფრაზებით ლაპარაკს თუ ტელევიზორიდან და თუ ამ სივრციდან, ხალხის უმთავრესი პრობლემა დღეს არის ბანკები და ყველაზე კარგად ეს იცის მთავრობამ!“ – წერს ნინი ჭელიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close