საზოგადოება

ზვიად გამსახურდიას მე მივანიჭე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება – სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს კითხვით მიმართა – თუ რატომ არ ასამართლებდნენ პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვრის უკანონო კვეთისთვის.

„ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის? უკვე ვეღარ ასამართლებთ, იმიტომ რომ მოკალით, ხომ? თორემ, რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ის აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close