პოლიტიკა

„ზვიადისტების დრო უნდა დამთავრდესო, ოცდაათი წლის შემდეგ თქვა“ – წიკლაური ხაზარაძეს დაუპირისპირდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა და ძველი კომკავშირელი და ეროვნულ მოძრაობასთან უდრეკი მებრძოლი უწოდა.

„ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ზვიადისტების დრო – ასე თქვა მამუკა ხაზარაძემ – ლელოს ლიდერმა, ბანკირმა, ძველმა კომკავშირელმა და ეროვნულ მოძრაობასთან უდრეკმა მებრძოლმა…

თქვა ეს სიტყვები ზუსტად 28 ოქტომბერს – იმ არჩევნებიდან ოცდაათი წლის თავზე, როცა საქართველომ გაიმარჯვა კომუნისტურ და კომკავშირულ ბნელეთთან ბრძოლაში; იმ 28 ოქტომბერს, როცა ილია ჭავჭავაძემ, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა, მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ სძლიეს წითელ ბორის ძნელაძეს.

მერე იყო თავისუფლების რეფერენდუმი, საქართველოს დამოუკიდებლობა და წმინდა ომი ამ თავისუფლებისთვის.

მერე იყო დევნა საქართველოს ერთგულებისთვის; მიტინგების ხვრეტა და კრემლის რევანში.

მერე იყო დევნილი ზვიადის უმოწყალო მკვლელობა სამეგრელოს ტყეებში.

მათი დროშა ბორის ძნელაძე იყო და ჩვენი დროშა – საქართველო.

ზვიადისტების დრო უნდა დამთავრდესო… ოცდაათი წლის შემდეგ თქვა – ალბათ მარადიული ბრძოლაა თავისუფალი ქვეყნისთვის, მაგრამ ბორისძნელაძეობაც მარადიული“, – წერს ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close