საზოგადოება

„ვცდილობდით ნახევარი საათი წაგვეძინა, რომ სადმე არ წავქცეულიყავით“ – რას წერს გარდაცვლილი ექიმის მეგობარი

მარნეულში ავერსის კლინიკაში გარდაცვლილი 23 წლის ექიმის, გიორგი ბუაძის მეგობარი, გიგა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„2-3 დღის 24-საათიანი მორიგეობის და ღამის თევის შემდეგ, სახლში მიმავალი ასე ვიტანჯებოდით და ვცდილობდით ნახევარი საათი როგორმე წაგვეძინა, რომ სადმე არ წავქცეულიყავით.

საათ-ნახევარი ვაკეთებდი გულის მასაჟს და მიუხედავად იმისა რო ვიცოდი გამოსავალი პესიმა იყო მაინც გაშტერებული ვუყურებდი მონიტორს და ველოდებოდი რამე საიმედო მაინც გამოჩენილიყო.

შენთვის ჯერ ხომ ადრე იყო, ძაან ადრე იყი, მთელი ცხოვრება წინ გქონდა და ჩემთვისაც ადრე იყო იატაკზე გაშხლართული ჩემი მეგობრის უსულო სხეულზე მეყურებინა.

არადა დილით როგორ გვიხაროდა ერთმანეთი რომ ვნახეთ ერთად ვიმორიგევებთო, მიუხედავად იმისა რომ არც ერთის სმენა არ იყო და შემთხვევით მოვხვდით.

ბუუბს შენ ყოველთვის დარჩები ჩემს ორმეტრიან როხროხა მეგობრად, რომელსაც სიცილის დროს ყველა კბილი უჩანდა“, – წერს გარდაცვლილი ექიმის მეგობარი გიგა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close