საზოგადოება

ვფიქრობ, ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიციის არ არსებობის გამო, თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ ხელისუფლებას შევთავაზოთ კონკრეტული წინადადებები და მისი განხორციელების გზები – მაია ელოშვილის ინიციატივა

“უახლოეს დღეებში დავიწყებ იმ მანკიერებათა გამოვლენას, რაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავინახე. შემოგთავაზებთ ჩემს ხედვას და ევროპულ გამოცდილებას, სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სფეროში მიმართული თანხების უფრო ეფექტურად ხარჯვის და მოქალაქეზე უფრო მეტად ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელების თაობაზე. დაწყებული – ჯანდაცვის და განათლების სფეროებით, დამთავრებული – ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით. (ორმაგი მოქალაქეობა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განზრახ შეუსრულებლობა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა და სხვა).
სურვილის შემთხვევაში, კომენტარებში დააფიქსირეთ პირადი მაგალითები და თქვენი გამოცდილება, რას და როგორ შეცვლიდით ნებისმიერ სფეროში, თქვენ რომ ხელისუფლებაში იყოთ.
ვფიქრობ, ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიციის არ არსებობის გამო, თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ ხელისუფლებას შევთავაზოთ კონკრეტული წინადადებები და მისი განხორციელების გზები, შემდეგ კი – მოვთხოვოთ შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში.
„თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვნით, თუ არადა – იპოვნით მიზეზს.“ (ლაო ძი)” – წერს მაია ელოშვილი სოცქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close