Sliderმსოფლიო

ვორონეჟში ნავთობბაზა ააფეთქეს (ვიდეო)

კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ვორონეჟის ოლქში ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებები ტარდება. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა განაცხადა.

ამასთან, მან არასარწმუნო უწოდა ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის კოლონების გადაადგილების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას.

„ბიბისისა“ და „როიტერის“ ინფორმაციით, ვორონეჟში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა სამხედრო ობიექტები დაიკავეს. მედიაში ასევე ვრცელდება ცნობები, როსტოვსა და ვორონეჟს შორის მდებარე დასახლება ვერხნი მამონში სროლისა და აფეთქებების შესახებ. აღნიშნული დასახლება „დონის“ ავტომაგისტრალთან მდებარეობს, რომელიც არის მოსკოვი-ვორონეჟი-როსტოვის დამაკავშირებელი მთავარი გზა. აღნიშნულ მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია.

დღეს, დილით ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავეს.

http://

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close