საზოგადოება

„ვიღებთ მოლოცვებს. ეს უდიდესი გამარჯვებაა მთელი საქართველოსთვის“ – ვარლამ გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია კომპანია „ენკას“ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება.

„ის რომ ენკა გავა, პირდაპირ დაარტყამს კორუფციაში ჩართულ პირებს… თუ კომპანია დარჩებოდა რიონის ხეობაში გაცილებით დიდი იქნებოდა ზარალი, ვიდრე გასვლის შემთხვევაში. გასვლის შემთხვევაშიც იზარალებს სახელმწიფო, რადგან კომპანია ყველა შემთხვევაში მოგებული რჩებოდა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

„რიონის ხეობის მცველი“ ამბობს, რომ კომპანია საქართველოდან გასასვლელად ემზადებოდა:

„ვიღებთ მოლოცვებს. ეს უდიდესი გამარჯვებაა მთელი საქართველოსთვის. ამას გარკვეული წინაპირობები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით, პირიქით არჩევნების შემდეგ ველოდით, რომ დაიძაბებოდა ვითარება და მოგვიწევდა იგივე გზით წასვლას – ვგულისხმობ პროტესტს… ყოველდღე მოდიოდა ენკა და ჩვენ რომ არ ვუშვებდით, ამას იღებდა დრონით და ვვარაუდობდით, რომ ემზადებოდა საარბიტრაჟო დავისთვის და მტკიცებულებებს აგროვებდა – რომ არ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობას“, – განუცხადა რადიო “თავისუფლებას” გოლეთიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close