პოლიტიკა

ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს ლევან ხაბეიშვილი, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის? – ოდიშარია

ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს ლევან ხაბეიშვილი, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის?, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერᲨი განაცხადა.

მისი თქმით, ოქსიმორონია, რომ ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, მიიწებოს 9 აპრილი და რამენაირად ამასთან ასოცირებული იყოს.

„არ მგონია, ჩვენი ერი იმდენად ვერ აკეთებდეს ანალიზს, ვის გვერდში და რა დროს დადგეს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა დღე, გმირული, საამაყო და ალბათ გათანასწორებული გარკვეულ სასულიერო მემორიალურ დღეებთან, შესაბამისად, პერსპექტივა ამ მხრივ ნაკლებია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ. ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედება, რათა ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე აძლევენ დროს, რათა ანახონ საზოგადოებას, რომ იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close