საზოგადოება

ვისი ტიკი-ტომარა ხარ, ზრდასრულ ადამიანებს – ლექციის მკითხველსა და მის მსმენელებს – შორის რომ ხტები და მათ საკუთარი აზრების გაცვლაში უშლი ხელს? – ლომინაძე

“როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს მოცემული პიროვნების მიმართ, მისთვის სადმე ვინმესთვის ლექციების წაკითხვის აკრძალვის სურვილი რატომ უნდა გაგიჩნდეს?
რასაც და როგორც არ უნდა კითხულობდეს ეს ადამიანი, რაკი მას მსმენელები ჰყავს, ე.ი. მის ლექციებზე მოთხოვნა არსებობს: წინააღმდეგ შემთხვევაში არც არავის ენდომებოდა მისი მოსმენა.
ჰოდა, შენი ვისი ტიკი-ტომარა ხარ, ზრდასრულ ადამიანებს – ლექციის მკითხველსა და მის მსმენელებს – შორის რომ ხტები და მათ საკუთარი აზრების გაცვლაში უშლი ხელს?
შენ თუ არ მოგწონს რასაც ეს ადამიანი ამბობს, მის მოსმენას არავინ გაძალებს, მაგრამ თავად რატომ გიჩნდება სურვილი, რომ სხვებზე იძალადო და მათ ამ ადამიანის მოსმენის საშუალება წაართვა?
სულ რომ ფაშიზმს ქადაგებდეს მოცემული პიროვნება, გინდა, სალექციო აუდიტორიაში და გინდა – მის გარეთ, როგორც კი რაიმე გზით მისთვის ლაპარაკის აკრძალვას დააპირებ, თავად იქცევი პირწავარდნილ ფაშისტად” – წერს გიორგი ლომინაძე სოცქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close