Sliderპოლიტიკა

“ვინ დარჩება მოგებული და წაგებული, ამას დავინახავთ ყველა ერთად 2 ოქტომბერს”

ვინ დარჩება მოგებული და წაგებული, ამას დავინახავთ ყველა ერთად 2 ოქტომბერს. მე გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე მისი მეგობარი გახარია , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისა“ და გახარიას პარტიის თანამშრომლობა გამორიცხულია, რადგან მან გუნდს და ქვეყანას უღალატა.

„არსებობს პრაქტიკა, რომ მტრები შერიგდებიან ხოლმე იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანონ. მტერთანაც შეიძლება შეხვიდე გარიგებაში, მაგრამ ადამიანთან, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა გუნდს და ქვეყანას, როდესაც საქმე გაქვს მოღალატესთან, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ უნდა შეხვიდე. როცა ერთხელ ნაღალატები აქვს ადამიანს გუნდისთვის, ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ასეთ ადამიანთან საქმეს არ დაიჭერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close