საზოგადოება

“ვინ გაპატიებს ამხელა ტყუილს – გყავდეს 6000 ინფიცირებული და ამბობდე 700-ს”

„ჩვენგან მიწოდებული ციფრები იმსახურებს უმაღლეს სანდოობას ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში მაშინ, როდესაც არიან ქვეყნები, რომელთა მიწოდებული ციფრები ეჭვებს იწვევს“, – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს „იმედის“ ეთერიდან უპასუხა.

„ვინ გაპატიებს შენ მოტყუებას და ისიც ამხელა მასშტაბის მოტყუებას, რომ ვთქვათ, 6 000 გყავდეს და 700-ს ამბობდე. ჩვენგან მიწოდებული ციფრები იმსახურებს უმაღლეს სანდოობას ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში მაშინ, როდესაც არიან ქვეყნები, რომელთა მიწოდებული ციფრები ეჭვებს იწვევს და ამის შესახებ ღიად წერენ ამერიკელები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ბატონ ტოროსიანს ურჩევნია, იმ ქვეყნების მონაცემს გადახედოს, რომელსაც არ ენდობიან. ჩვენი მთავრობა, ასევე მეც სისტემატურად ვიღებთ მადლობებს ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძე.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 5

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close