საზოგადოება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ ექიმებსა და ექთნებს მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ დაუფიქსირებიათ

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმებსა და ექთნებს მიხეილ სააკაშვილი გონების კარგვის ეპიზოდი არ დაუფიქსირებიათ.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, როგორიცაა ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები, ნორმაშია. პაციენტს ტემპერატურული რეაქცია არ აქვს, აქედან გამომდინარე, რაც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს მხოლოდ ადვოკატის ხედვაა. პაციენტს ყოველდღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ამოწმებენ და მისი პარამეტრები კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ შეესაბამება, ამიტომ ის მკურნალობას პალატაში აგრძელებს.

კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. რისკებზე მე ზოგადად ვსაუბრობ, რადგან კოვიდს გართულებები ახასიათებს. ამ შემთხვევაში, როდესაც სხვა თანმხლები დაავადებებიც არის, გართულებები გამორიცხული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, რაიმე მანიშნებელი იმისა, რომ საქმე გართულებებთან გვექნება, არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close