საზოგადოება

ვთხოვოთ იუსტიციის მინისტრს, რომ გიორგი მამალაძე გაათავისუფლოს – მეუფე ნიკოლოზი

„უზრდელური წერილი იყო, მაგრამ უზრდელობა არ არის კრიმინალური დანაშაული“

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “სხვა ნანუკა”, განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, დეკანოზმა მამალაძემ ციხიდან წერილი მისწერა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, სწორედ ამ წერილიდან გაარკვია, რომ მამალაძეს სასჯელის 2/3 ვადა გაუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხება.

„მამა გიორგი მამალაძემ მომწერა წერილი… არ არის დიდი ხანი, რაც მივიღე, ეს წერილი ციხიდან. ვერ გეტყვით, ძალიან ზრდილობიანი წერილი იყო-მეთქი, ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ უზრდელური იყო ნამდვილად. მაგრამ უზრდელობა არ არის კრიმინალური დანაშაული. ზნეობრივი ტიპის დარღვევაა. ამ წერილში მან გააჟღერა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ალბათ, არც თქვენ იცით, რომ მას გაუვიდა სასჯელის მგონი 2/3 ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც აღარ შედის უკვე პრეზიდენტის პრეროგატივაში და შედის უკვე იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაში და მე მთხოვა ამაში დახმარება. მე რამდენადაც ვიცი, ის, როგორც პატიმარი, კეთილსინიდისიერი პატიმარია, რაც არის საფუძველი იმისა, რომ გაათავისუფლონ. ვთხოვოთ ერთად იუსტიციის მინისტრს და გაათავისუფლოს” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close