პოლიტიკა

ვერ მოგართვით! – დიტო სამხარაძე ოპოზიციას მიმართავს

ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით, წარმომიდგენია, ხალხი „ნაცებს“ და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ! – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი „ნაცებს“ და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ! ამერიკული კანონის გარუსება რომ გამოუვიდათ, ჰგონიათ კიდევ მოატყუებენ საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ვერ მოგართვით! ხალხმა იცის, რომ „ნაცების“, მანქურთების და გლობალური ომის პარტიის ინტერესია საქართველომ სტატუსი რომ არ მიიღოს და ამათ მოსთხოვენ მკაცრად პასუხს! რასაც „ქართულ ოცნებას“ უმზადებდნენ, კანდიდატობის არმიღების შემთხვევაში, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ახლა ყველამ იცის ვისი ბრალია, როცა ქვეყნის განვითარებას ხელი ეშლება!” – წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close