პოლიტიკა

ვერ გაურკვევიათ ამ ქვეყანაში ვინ არის ლეგიტიმური და ვის აქვს უფლება მოითხოვოს ქვეყნის ხელისუფლების გადაყენება – ყაველაშვილი

საქართველოში ეს სიმახინჯე უნდა დამთავრდეს. თუ ჩვენ ასე მოგვახვევენ თავზე, რომ საქართველოს მოქალაქისთვის გიგაური უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პოლიტიკოსი, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში

„ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის ის, რომ ვერ გაურკვევიათ ამ ქვეყანაში ვინ არის ლეგიტიმური და ვის აქვს უფლება მოითხოვოს ქვეყნის ხელისუფლების გადაყენება ან მისგან სხვა ნაბიჯების გადადგმა.

დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც ამდენის უფლება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს. საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაციას რა უნდა პოლიტიკურ პროცესებში, ქვეყნის კონსტიტუციაზე და მთავრობის შეცვლაზე საუბარი, სად გინახავთ, გამორიცხულია მსგავსი რამ. ეს ადამიანები, რომლებიც ვამხილეთ, ახლა გამოდიან პლაკატებით და რომ იძახიან -რუსეთს ომი უნდა, პირდაპირ ვამხილეთ რას საუბრობდნენ და როგორ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას რომ სხვადასხვა ხერხებით ომში ჩართულიყო. აუცილებელია ყველა საქართველოს მოქალაქე შეძლებისდაგვარად ინფორმირებული იყოს. ჩვენ ეს ნაბიჯი რომ გადავდგით ვიცოდით, ჩვენზე თავდასხმები და ზეწოლა იქნებოდა, ზუსტად ასეთი განცხადებები, რომ ჩვენ თავს ვესხმით დასავლეთს და აშშ-ს, მსგავსი ეპითეტებით შემკობა, მაგრამ ვერცერთი ადამიანი ვერცერთ ფაქტს ვერ დამისახელებს, რომ რაიმე სახით ჩვენ ან შეურაცხყოფას ვაყენებთ ან თავს ვესხმით… საქართველოში ეს სიმახინჯე უნდა დამთავრდეს. თუ ჩვენ ასე მოგვახვევენ თავზე, რომ საქართველოს მოქალაქისთვის გიგაური უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პოლიტიკოსი, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close