პოლიტიკა

ვერავის მოატყუებს კობახიძე და „ქართული ოცნების“ ვერც ერთი წარმომადგენელი – ხატია დეკანოიძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ჩამონათვალი იმ საშინაო დავალებისა და რეკომენდაციების, რომლებიც ბრიუსელმა საქართველოს წარმოუდგინა, ეს არის პირველი, რაც არის მიშელის შეთანხმებაში, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად, ესაა დეპოლარიზაციის მიმართულებით პატიმრების თემა, სახალხო დამცველთან მიმართებაში, ანუ მთელი რიგი კანონებისა და პაკეტების, რომლებიც სასწრაფოდ, რიგგარეშე სხდომაზე შეიძლება, იქნას მიღებული. მათ შორის არ დაგვავიწყდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. არ სჭირდება ამას გაწელვა და რაღაცა ტყუილები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქცია, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ მექანიზმებზე იმსჯელეს. ამავდროულად, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ იგეგმება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ძალიან კონკრეტულ მექანიზმებზე, რა ფუნქცია გვაქვს ოპიზიციას და ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქცია, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვერავის მოატყუებს კობახიძე და „ქართული ოცნების“ ვერც ერთი წარმომადგენელი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ჩამონათვალი იმ საშინაო დავალებისა და რეკომენდაციების, რომლებიც ბრიუსელმა საქართველოს წარმოუდგინა, ეს არის პირველი, რაც არის მიშელის შეთანხმებაში, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად, ესაა დეპოლარიზაციის მიმართულებით პატიმრების თემა, სახალხო დამცველთან მიმართებაში, ანუ მთელი რიგი კანონებისა და პაკეტების, რომლებიც სასწრაფოდ, რიგგარეშე სხდომაზე შეიძლება, იქნას მიღებული. მათ შორის არ დაგვავიწყდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. არ სჭირდება ამას გაწელვა და რაღაცა ტყუილები.

ხვალ და ამ დღეებში შევხვდებით არასამთავრობოების ყველა წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ, კონკრეტულად რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, რათა საქართველომ დეკემბერში მიიღოს სტატუსი. ამას არ სჭირდება 6-თვიანი განხილვების კომისიების შექმნა, არსებობს საკითხების უმრავლესობა, რომლებიც გაკეთებადია სულ რამდენიმე დღეში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის სამუშაო ოთახში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, „ლელოს“ წევრები ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი და უფრაქციო, დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close