პოლიტიკა

„ვერავინ მეტოლება და ბევრი მიზეზის გამო ვერ დამეტოლებით“ – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე

ბევრი მიზეზის გამო ვერ დამეტოლებით – ამის შესახებ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარ აქცენტებში“ აცხადებს.
„ჩემთან დატოლების დრო არ არის, გარწმუნებთ, რომ ბევრი მიზეზის გამო ვერ დამეტოლებით. მეორეც, მე ამით არაფერი დამაკლდება, აკლდება საერთო საქმეს. ყველა ყველაფერს ხედავს“, – ამბობს სააკაშვილი.

წამყვანის, ნიკა გვარამიას კითხვაზე, ვინ ეტოლება მას, ბოკერია, ნათელაშვილი, ხაზარაძე თუ სამივე მათგანი, სააკაშვილი პასუხობს: „ვერავინ მეტოლება და არც მე ვეტოლები არავის. მივხედოთ საქმეს, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ თუ არ გამოვიდა, არც ესაა ტრაგედია“.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close