საზოგადოება

“ეხლა გამოდით “ოპოზიციონერებო” და გვითხარით რატომ არ არიან ჩვენი მამები ცოცხლები?!“ – ანა ჟორჟოლიანი

“რამდენი კიდევ, რამდენი ადამინი უნდა შეეწიროს შენს ავადმყოფურ ამბიციებს და არაკაცობას?!
კიდევ რამდენმა შვილმა უნდა დაიტიროს უსამართლოდ ნაწამები მამა?!
მიხეილ სააკაშვილი

თემურ ჟორჟოლიანის ქალიშვილი, ანა ჟორჟოლიანი პოლიტიკოს კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება.

“ეხლა გამოდით “ოპოზიციონერებო” და ჩახედეთ ცხონებული კობა დავითაშვილის შვილებს თვალებში და უთხარით : ქვეყნის და მათი ბედნიერი მომავლისთვის,რომ გსურთ სააკშვილის დაბრუნება.
უთხარით გაპატიონ 9 წლის “პატარა გადაცდომები” ,რომელმაც ახალგაზრდა მამის სიცოცხლე შეიწირა!
აუხსენით რატომ არ ამოგიღიათ ხმა არასდროს,მათი უსამართლოდ დაჩაგრული მამის დასაცავად.
დაგვარწმუნეთ ყველა ის შვილი,რომელიც სააკაშვილმა დაგვაობლა, რომ ჩვენ უფლებებსაც იცავთ და ჩვენ მომავალზეც ფიქრობთ პირში წყალ ჩაგუბებულები.

აგვიხსენით რატომ არ “გაგვიმართლა” ჩვენ ისე როგორც თქვენს შვილებს,რომლებსაც ბიუჯეტის ფულის ქურდობის გამო, დაჭერილი მამა პოლიტპატიმარი გონიათ?!
რატომ არ არიან ჩვენი მამები ცოცხლები?!
ბევრი რატომ მინდა ვიკითხო მაგრამ……………..
როდემდე უნდა ატაროს ადამიანმა ამდენი უსამართლობა გულით?!
როდემდე უნდა უმტკიცოდ გაყინულ საზოგადოებას, რომ ცხოვრება გრძელდება?!
არაფერი არ გრძელდება არაფერი არ იცვლება.
სანამ სამართალი არ იქნება და ყველა დამნაშავე არ დაისჯება!
რამდენი წელიც უნდა გავიდეს მუდამ გვახსოვდეს ვინ, რატომ და როგორ მოიქცა?!
ვიზიარებ ბატონი კობა დავითაშვილის ოჯახის მწუხარებას.

პ.ს. და თქვენ ვინც ფინანსური კეთილდღეობის და ძველი “დიდების” დაბრუმების გამო სააკაშვილის ჩამობრძანებას ითხოვ, გახსოვდეს:
თუ გვერდზე არ დამდგომიხარ და სიჩუმე არჩიე სიმართლის თქმას ,ეხლა არანაირ მორალური უფლება არ გაქვს სამართალზე,ადამინის უფლებებზე საუბრობდე.
გახსოვდეს ყოველი ხმის ამოღებისას, ჭრილობაზე მარილს მაყრი, რომელსაც საგულდაგულოდ გულში ვინახავ, რათა არ გავბოროტდე“ – წერს ანა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის,1992 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი „1917 წელს 67 წლისა გარდაიცვალა.

თემურ ჟორჟოლიანი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1991 წლიდან იყო “საერთაშორისო ამნისტიის” წევრი. 1992 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი, 1992-1995 წლებში იყო ფრაქცია “კონსერვატორის” თავმჯდომარე. 1998 წელს ის საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

2006 წელს თემურ ჟორჟოლიანი  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს. მან ციხეში 6 წელი გაატარა და 2012 წლის ნოემბერში ვადამდე პირობით გათავისუფლდა.

თემურ ჟორჟოლიანს ჰყავს მეუღლე და 8 შვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close