პოლიტიკა

„ეს ძალიან ცუდი სცენარია, სისხლიც დაიღვრება“ – მამუკა არეშიძე სააკაშვილის საქართველოში მოსალოდნელ დაბრუნებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ საქართველოში დაბრუნებას კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე ეხმიანება და „პრაიმტაიმთან“ მოვლენების მოსალოდნელ განვითარებაზე საუბრობს.

„სააკაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით იმ სცენარს ამზადებს, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გათამაშებულიყო. ამ სცენარის მიხედვით, სააკაშვილი საქართველოში თურქეთის მხრიდან უნდა შემოსულიყო, მას თან უნდა ხლებოდა 500 კაცამდე ემიგრანტთა ჯგუფი და აქ მხარდამჭერები უნდა დახვედროდნენ.

ვიმეორებ, ახლაც ასეთივე სცენარი მზადდება. კარგად ვხედავთ, საქართველოში პიროვნულად სააკაშვილის მომხრეების მობილიზაცია როგორ მიმდინარეობს.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა აუცილებლად გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას, რადგან თუ სააკაშვილს დახვდებიან მომხრეები, იქ მივლენ მისი მოწინააღმდეგეებიც. სააკაშვილს ციხეში ჩაჯდომა არ უნდა, მაგრამ ჩამოსვლის შემთხვევაში სხვა სცენარის განვითარებას ვერ ვხედავ, რადგან ქვეყანაში სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება იქნება და პირდაპირ ციხეში წავა. ეს ძალიან ცუდი სცენარია და ქვეყნისთვის დამანგრეველია, სისხლიც დაიღვრება.

ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა საერთაშორისო საინფორმაციო სივრცის შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო“ – ამბობს მამუკა არეშიძე.

წყარო: „პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close