საზოგადოება

ეს უბოროტესი რეჟიმი დაგვცინის და გვეუბნება… – კვესიტაძე

მეგობრებო, როდესაც ეს შემზარავი, მახიჯნი ბოროტება, ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ამბობს, რომ სააკაშვილი სიმულიანტობსო, კიდევ ერთხელ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ გვაჩვენონ პრეზიდენტი – გუშინ ის გადამალეს, კონსტიტუციური უფლება შეუზღუდეს და მიზეზად ექიმის ცნობა მოიტანეს, რომ მისი გადაადგილება არ შეიძლებაო. – ამის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ახლა ეს არარაობა, რომლის გადაწყვეტილებით არ მიიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სასამართლოზე, რომ საკუთარი თვალით არ გვენახა რა დღეში ჩააგდო ამ უბოროტესმა რეჟიმმა, დაგვცინის და გვეუბნება, ყველაფერს იგონებსო. #გვაჩვენეთპრეზიდენტი”- წერს ეკა კვესიტაძე.

 

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მიმართა და განაცხადა: ვერცერთი თქვენგანი ვერ საუბრობს დიაგნოზზე და ვერ ამბობთ, ემორჩილება თუ არა  მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებას  და ინსტრუქციებს

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close