პოლიტიკა

„ეს ნიშნავს რომ იგი უპირველესად თავის თავის მტერიცაა,რაც ძნელი დასაჯერებელია“ – ნათელაშვილი სააკაშვილზე

„ეს ნიშნავს რომ უპირველესად თავის თავის მტერიცაა,რაც ძნელი დასაჯერებელია“ – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის ლიდერი“ შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. 

„მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება,რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ქართულ პოლიტიკაში ფაქტობრივად მარტო თვითონ და ბიძინაა იმ ორ–პროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე–ქართველ ხალხთან. პარტიებს პულსი,რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ ეს რეჟიმი ამ წუთისათვის ჩამოშლილი არ იქნებოდა ხოლო მანამდე ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა— ევროპაში როგორც პოლიტ–დევნილებს საიდანაც ენამზე,მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან. P.S სხვათა შორის 2012 წელს ივანიშვილის ხავერდოვანი მოსვლა გამოიწვია სწორად მაშინდელი პოლიტიკური პარტიებისათვის პულსის არ ქონამ,რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ოლიგარქის შეკვეთითაც დაასუსტა და გააბანძა. თუ ექსპრეზიდენტს დღესაც უხარია უპულსო,არა მრავალპარტიული გარემო ეს ნიშნავს რომ იგი უპირველესად თავის თავის მტერიცაა,რაც ძნელი დასაჯერებელია“ – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close