Sliderსაზოგადოება

“ეს არ იყო პირველი უსაფრთხო დაშვება მის პრაქტიკაში. მადლობა უფალს, მადლობა შენს ეკიპაჟს”

ინფორმაცია, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ყველა ველოდით: “Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც თბილისიდან ვენის მიმართულებით ფრენის დროს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისში უსაფრთხოდ დაჯდა. პრობლემა შასის გაუმართაობა გახდა, რის გამოც პილოტმა უკან მობრუნება გადაწყვიტა. თემურ თოლომაშვილმა 180 ადამიანის სიცოცხლე იხსნა”.

გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემა თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში დაფიქსირდა. შედეგად იგი თბილისის ცაზე 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა, რათა საწვავი დაეცალა. სპეციალისტების თქმით, ეს აუცილებელია თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვებისთვის. ბორტზე 180 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამჟამად აეროპორტი ფრენებს განრიგის მიხედვით ასრულებს და ამ მხრივ რაიმე შეფერხება არ არის. ადგილზე სასაწრაფო სამედიცინო ბრიგადები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

“პირადად საჯაროდ გიხდი მადლობას უმაღლესი პროფესიონალიზმის გამოვლენისთვის!
მადლობა უფალს!
მადლობა შენს ეკიპაჟს!
შენს პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემპარვია.
ჩემი ერთადაერთი ძმა ❤
ეს არ იყო პირველი უსაფრთხო დაშვება მის პრაქტიკაში, უბრალოდ ეს ახლა მოხდა თბილისში” – წერს ფეისბუქზე მფრინავის და მარიკა თოლომაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close