პოლიტიკა

ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება – სამნიძე გვარამიას დაკავების შესახებ

“ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ქვეყანა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. ნიკა გვარამიას დაკავება არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, პირადი ანგარიშსწორება. ის დიდი ხანია არის მეტოქე ბიძინა ივანიშვილის, რომელიც უკან არ იხევს არც ერთ ჯერზე და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანება შეასრულა საქართველოს სასამართლომ, სამწუხაროდ. ყველა ჯერზე, როდესაც მე მგონია, რომ ეს ხელისუფლება არ დააზიანებს ისე ქვეყანას, რომ სერიოზული ზიანი მიადგეს მის საერთაშორისო იმიჯს და მის დემოკრატიულ მომავალს, ყოველ ჯერზე ვცდები და ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ ის არაფრად არ აგდებს ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და პირადაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close