პოლიტიკა

ერთ-ერთი პრობლემა ყველაფერთან ერთად არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრი გარკვეულწილად ჩამორჩა დროს, დროს ვერ აუბა მხარი – ვიქტორ ყიფიანი

ზოგადად ეს არის ქართული თანამედროვე პოლიტიკური სენი, როდესაც შენ შენს თავს, შენს მეობას, შენს რაობას ამკვიდრებ პოლიტიკური თანამდებობის, პოლიტიკური ბერკეტების ხელში აღების გზით. ეს უნდა დასრულდეს. ამ მხრივ, ალბათ, საზოგადოებაც უნდა იყოს ძალიან ფხიზლად. მომეჩვენა, რომ ქართული საზოგადოება, მიუხედავად მისი ნაწილის აქტიურობისა, ძალიან მოდუნდა ამ თვალსაზრისით. ძალიან შემგუებელი გახდა.

ძალიან ფრთხილად ვარ სიტყვა რომ არ გამექცეს. თუმცა, ჩემი სათქმელიც მინდა მსმენელს ვუთხრა, მაგრამ ამავე დროს არ მინდა ეს სათქმელი გადაიქცეს რაღაც ინტრიგნობის და უაზრო შეგულიანების წყაროდ. ამავე დროს ვცდილობ საკუთარი თავის წინაშე მართალი ვიყო. ერთ-ერთი პრობლემა ყველაფერთან ერთად არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრი გარკვეულწილად ჩამორჩა დროს, დროს ვერ აუბა მხარი, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა მრჩეველმა, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა რადიო “იმედის” ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
“პოლიტიკური ასპარეზი არ უნდა იყოს შენი პირადი ეგოს თვითდამკვიდრების საშუალება და ინსტრუმენტი. ჩვენ რატომღაც, ასე მგონია, რომ ეს ბოლო პერიოდი… არა მარტო ახლა, არ ვუკავშირებ კონკრეტულ ხელისუფლებას. ხდებოდა მანამდეც. ზოგადად ეს არის ქართული თანამედროვე პოლიტიკური სენი, როდესაც შენ შენს თავს, შენს მეობას, შენს რაობას ამკვიდრებ პოლიტიკური თანამდებობის, პოლიტიკური ბერკეტების ხელში აღების გზით. ეს უნდა დასრულდეს. ამ მხრივ, ალბათ, საზოგადოებაც უნდა იყოს ძალიან ფხიზლად. მომეჩვენა, რომ ქართული საზოგადოება, მიუხედავად მისი ნაწილის აქტიურობისა, ძალიან მოდუნდა ამ თვალსაზრისით. ძალიან შემგუებელი გახდა. ზომაზე მეტად მოახდინა ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობის გადაბარება. გასაგებია, რომ არის კრიტიკული მომენტები როდესაც საზოგადოება თავის მოწოდების სიმაღლეზე დგას, მაგრამ, მე მაინც ვისურვებდი, რომ საზოგადოებამაც მეტი პრევენციულობა შეიტანოს თავის მოქმედებებში და ჩვენ მაინცდამაინც არ უნდა ველოდებოდეთ ყოველ ჯერზე ჭეშმარიტების მომენტს, როდის დავტესტოთ საკუთარი მზაობა და საკუთარი სიფხიზლე”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close