საზოგადოება

ერთი ჟურნალისტის ცინიკური სიტყვა გავიგონე, ახლა მაინც მიხვდება ეკლესია, რომ ქალთა უფლებები უნდა დაიცვასო – მამა ლევანი

მამა ლევან ფირცხალაიშვილი, ჯორჯიან თაიმსთან, ამბობს:

“დიდი ტრაგედია და სამარცხვინო ამბავი მოხდა ჩვენ ქვეყანაში. რას დავაბრალო? შეიძლება მთლად დავარცხნილი იყოს ქვეყანა და მაშინაც მოხდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ არიან, იმათ ვერც კაცებს ვერ დავარქმევთ და ვერაფერს ვერ დავარქმევთ, ეს რაღაცა ანომალიური მოვლენაა და რა ვიცი…

არიან ადამიანები, რომელებსაც ეს ამბავი არ ტკივა, აი, ძალიანაც კარგი, ასე რომ მოხდა. ერთი ჟურნალისტის ცინიკური სიტყვა გავიგონე, ახლა მაინც მიხვდება ეკლესია, რომ ქალთა უფლებები უნდა დაიცვასო. ასეთი საშინელი რაღაცა თქვა ჟურნალისტმა, ნორმალური ადამიანია სახეზე რომ შეხედავ, ეს არის რაღაც გველის სისინი, ეს ჟურნალისტის სიტყვა არაა. ჟურნალისტიკა მძიმე პროფესიაა საერთოდ, მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ, ყველაზე ძველ პროფესიას ემსგავსება, დურგლობა და იგი არ მაქვს მხედველობაში.

ჟურნალისტები უწინ, ის დიქტორები და იგინი უყვარდა  ხალხს, ახლა ეზიზღება ჟურნალისტები ხალხს, იმიტომ რომ პოლიტიკოსები არიან და არა ჟურნალისტები, რომელ პოლიტიკასაც ააწყობს, იქედან გამომდინარე იქცევიან, ერთმანეთს ლანძღავენ, უგონებენ ათას ჭორებს და უბედურებას, აგიჟებენ ხალხს, აგი გაგიჟებული ხალხი, მერე როგორ მოიქცევა? ერთი ხანობა აქვს კანონის შიში და მერე გარკვეულ დროში წავა საერთოდ ლინჩის წესები ქვეყანაში. პოლიტიკოსი ჟურნალისტები როა, აი, ამათი ბრალია.”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close