პოლიტიკა

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ქვეყანაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოახდინოს, ეს არის „ქართული ოცნება“ – კალაძე

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ქვეყანაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოახდინოს, ეს არის „ქართული ოცნება“ და კვლევებიც ამაზე მეტყველებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „გორბის“ კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 55%-ი „ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ხალხის დამოკიდებულება, როდესაც ქუჩაში დავდივართ, ეს ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ. მარტო თბილისში ხომ არ დავდივართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს შეხვედრები. უამრავ ადამიანს ვხვდებით და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და გულწრფელად ვამბობ, „ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს ჯერ კიდევ არსებულ საფრთხეებს. კარგად ხედავს იმ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ქვეყანაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოახდინოს, ეს არის „ქართული ოცნება“ და კვლევებიც ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close