საზოგადოება

ენმ-ს ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში 13 კარავია გაშლილი, სადაც 200-მდე ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.

10-მა ადამიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტი შეწყვიტა.

ცოტა ხნის წინ მოშიმშილეების მოსანახულებლად მივიდა სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რომელიც მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ენმ-ს წევრები და აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ ჯანმრთელობა საშუალებას მისცემთ შიმშილობას გააგრძელებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close