პოლიტიკა

ელისაშვილისთვის პარლამენტში შესვლა პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება – თამარ ჩერგოლეიშვილი

ელისაშვილისთვის შესვლა პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება – ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს.
„ელისაშვილის შესვლა ელისაშვილს ოცნების ნაწილად აქცევს. მისი ოპოზიციური ერთი პროცენტი – რეალურ ოპოზიციაზე გადანაწილდება.
ოპოზიციისთვის ეს ბწკენა იქნება – თუმცა კონკურენტი მოაკლდება.
ოცნებისთვის – “ხალასტოი”. ერთპარტიულობის იარლიკს მაინც ვერ მოიშორებს, როგორც 2008 წელს ვერ მოიშორა ენმ-მ
ელისაშვილისთვის – პოლიტიკური კარიერის დასასრული, რაც ცუდი შედეგი სულაც არაა იმის გათვალისწინებით, რომ რაც ნაკლები იპოპულისტებს, მით უკეთესი“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  ის პარლამენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

„პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქიდან ეს გარანტია მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა. ისე გახადეს, რომ პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება საქართველოს უნდა უღალატო პარლამნეტში შესვლით.

ასე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი, რომ შემიგდონ და არც შევდივარ ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და დავდივარ პასტით და ფურცლით, რომ ეს, ეს, ეს უნდა გაკეთდეს და თუ გაკეთდება იქიდან გამოვალ თავ აწეული, თუ მეჭირება გარანტია, შევალ პარლამენტში. ოღონდ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ რასაც ვაკეთებ შესრულდება და ამის გარანტიები უნდა იყოს. და არანაირი ფული ამის უკან არ დგას.

მეც და ჩემი გუდიც პოლიტიკაში მივდივარ იმის გამო, რომ ამოვატრიალოთ ყველაფერი, აქ რაც იყო,”- განაცხადა ლეკო ელისაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close