საზოგადოება

ელენე ხოშტარია ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

ის, რაც მუზეუმში და ზოგადად ხელოვნების სფეროში ხდება, ცდება უბრალოდ ინდივიდუალურ პრობლემებს

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტმა, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, მუზეუმიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს, მათ შორის, კურატორები – ნანა ბურჭულაძე, ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე. ისინი გათავისუფლებას მუზეუმში მიმდინარე პროცესების მიმართ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

ის რაც მუზეუმში და ზოგადად ხელოვნების სფეროში ხდება, ცდება უბრალოდ ინდივიდუალურ პრობლემებს. ღიად დააანონსეს რეპრესიები კულტურის სფეროში. ნებისმიერი, ფბ პოსტის მიხედვით, პეტიციის ხელმოწერის მიხედვით თუ სადმე სამზარეულოში გამოთქმული აზრის მიხედვით არის გაგდებული. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს საშინლად ექცევიან, არანაკლებ საშინლად გვექცევიან ჩვენ, გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობა, კონფორმიზმზე.

მე არ ვაპირებ ამასთან შეგუებას:

  1. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას;
  2. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ ვიმუშაოთ და ეს საქმე გავიტანოთ გარეთ შესაბამის ინსტიტუტებში;
  3. ყველა მსურველს ვთავაზობ შეხვედრას (კოვიდიდან გამომდინარე ზუმ შეხვედრა, დროს მოგაწვდით);
  4. დავორგანიზდეთ და გავაპროტესტოთ.

დიდი მადლობა ეკა კიკნაძეს, რომელიც ორგანიზებულად და აქტიურად იბრძვის. მას თანადგომა ჭირდება. მომწერეთ აქ, ინბოქს ყველა მსურველმა, ვისაც ეს აწუხებს, – წერს ელენე ხოშტარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close