საზოგადოება

ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია პოლიტიკოსის ოჯახის წევრებმა “რუსთავი 2”-ს დაუდასტურეს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი ინტოქსიკაციაა. იგი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოჯახის წევრები კორონავირუსის შემთხვევას გამორიცხავენ.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, კლინიკის ექიმი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close