პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას

ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას – ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„გემს, რომელიც 500 კმ-ს გადის, წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე, ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მან 2014 წელს „როსნეფტთან“ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას და მისი კომპანიის 49% „როსნეფტმა“ შეისყიდა. სანქციების შემდეგ ფორმალური საბუთები გადააკეთეს. ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close