საზოგადოება

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბისკირიას 74 წელი შეუსრულდებოდა

ისტორიად ქცეული კადრები – “დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!” და სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას პასუხი – “არასდროს ჩემს სიცოცხლეში!” (Никогда в жизни!) – ქართულმა საზოგადოებამ პირველად 90-იანი წლების ბოლოს იხილა…
27 სექტემბერს, აფხაზმა და ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანხმლები პირები პარლამენტის შენობის გარეთ გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. მას შემდეგ, გურამ გაბისკირია არავის უნახავს.
2017 წლის ოქტომბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა. მათ შორის იყო გურამ გაბესკირიას ნეშტიც. 17 ოქტომბერს სეპარატისტების მიერ დახვრეტილი გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის , საქართველოს პრზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.

დღეს  საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ, მამაც ადამიანს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბისკირიას 73 წელი შეუსრულდებოდა…

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close