საზოგადოება

დღეს სამგზავრო ბარათების გაცემა აღდგება

9 იანვარს, ერთი დღით სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდა. სამგზავრო ბარათების გაცემის შეჩერების მიზეზი ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული შეცდომა იყო. 10 იანვრიდან კი ბარათის სწორი ვერსიის გაცემა განახლდება.

„ ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია „მს+“ უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, ამ კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით შეჩერდა აბონემენტების გაცემა. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა“, – განმარტავენ „საქართველოს ბანკში“.

ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე შეიძინეს სამგზავრო ბარათი, ხვალიდან მის გამოცვლას სრულიად უფასოდ შეძლებენ და აბონემენტის სწორ ვერსიას მიიღებენ.

„საქართველოს ბანკი“ შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close