Slider

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ატარებს.

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.

წირ­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­მე­ბის ტაძ­რის ეზო­ში არ­სე­ბულ დიდ აიაზ­მა­ში წყალ­კურ­თხე­ვის წესი შეს­რულ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც უწ­მინ­დე­სი სა­მე­ბის ტაძ­რის ეზო­ში არ­სე­ბულ დიდ აიაზ­მა­ში წყალს აკურ­თხებს. მსა­ხუ­რე­ბის ბო­ლოს მორ­წმუ­ნე­ებს ნა­კურ­თხი წყლის სახ­ლში წა­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ნა­კურთხ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს მად­ლი ენი­ჭე­ბა და უხრწნელ თვი­სე­ბებს იძენს. მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით – ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს.

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე­ში სამ­ჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დროს.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მიერ იესო ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბა მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში მოხ­და. ამ დროს მას­ზე სუ­ლიწ­მინ­და მტრე­დის სა­ხით გად­მო­ვი­და და თავ­ზე და­ად­გა, ზე­ცი­დან კი ხმა გა­ის­მა: “ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც მე სათ­ნო ვი­ყავ”.

ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს, ბათუმში ზღვის წყლის კურთხევის შემდეგ, მრევლი განბანვის რიტუალს სწორედ ზღვაში ასრულებდა. წელს, პანდემიის გამო, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნათლისღების დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება დაზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალი არ ჩატარდება

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close