საზოგადოება

„დღეს ვინც ნაცებთან ერთად სხედხართ მაგიდასთან, გრცხვენოდეთ! ეს კაცი ოდესღაც საჭმელს გაჭმევდათ!“ – ლიკა გამრეკელი

2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მყოფი იური ვაზაგაშივილი ააფეთქეს. „ზუსტად ვიცი, დღეს ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, საერთოდ სხვა რეალობა გვექნებოდა“ – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში წერს:

„არ მჯეროდა, არ მინდოდა დაჯერება და ეხლაც არ მინდა მჯეროდეს!
ის რაც მოხდა, არ იყო ერთი ოჯახის ან ერთი დიდი სანაცნობოს ტრაგედია, ეს იყო და რჩება ერის ტრაგედიათ!
დღე, როცა საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს სამაგალითო მამა და ადამიანი!
მახსოვს ტანსაცმელიც ვერ გამოვიცვალე, რაც მეცვა იმით გავიქეცი ჯაზუში და მაშინაც მეგონა რომ კართან დამხვდებოდა ჩვეული ღიმილით და ხელებგაშლილი ჩასახუტებლად.
სულ მიკვირდა, ზურკას ტრაგედიის მიუხედავათ, ამდენი სიყვარული და სიკეთე სად ეტეოდა?!
როგორ არ ბოროტდებოდა, როგორ არ სასტიკდებოდა.
დღეს, როცა დამკვეთი ვერ გამოავლინა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ეს არის მათი უდიდესი დანაშაული!!!იმდენი წვლილი არცერთ ადამიანს არ მიუძღვის “ქართული ოცნების” მოყვანაში, რამდენიც იური ბიძიას!
ზუსტად ვიცი დღეს ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, საერთოდ სხვა რეალობა გვექნებოდა!
მათ კი, ვინც დღეს ნაცებთან ერთად სხედხართ მაგიდასთან, რა საცოდავი პატარა ადამიანები ხართ, სამარცხვინოებო!
გრცხვენოდეთ!
ეს კაცი ოდესღაც საჭმელს გაჭმევდათ!“ – წერს ლიკა გამრეკელი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close