საზოგადოება

დღეიდან, დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება

დღეიდან დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსითა და ახალი მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში 2021 წლის ბოლომდე არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close