საზოგადოება

დიდი ხანია სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი – ჩერგოლეიშვილი

არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის

სააკაშვილი ამ ტყუილებს თვითონ ითხოვდა, იმიტომ რომ რეალობის მიღება არ სურდა და ვინც რეალობას ანახებდა, მათ მოღალატეებად რიცხავდა,- ასე აფასებს ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, სააკაშვილი ჩვეულებრივი ადამიანია და ის არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის.

,,სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მათ დაეხმარება შეიგნოს:

ა) რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის;
) რომ მისი გარემოცვა მას ატყუებდა, როცა უმტკიცებდა რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს და გააქცევს;
) რომ ამ ტყუილებს თვითონ ითხოვდა, იმიტომ რომ რეალობის მიღება არ სურდა და ვინც რეალობას ანახებდა, მათ მოღალატეებად რიცხავდა;
) რომ ჩვეულებრივი ადამიანია – არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის;

რაც მალე შეიგნებს ამ ყველაფერს, მით მალე გახდება უკეთ.

დიდი ხანია სააკაშვილი პირველ რიგში საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი. სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი მეგობარი, რომელიც საკუთარი თავისგან გადარჩენაში დაეხმარებოდა. ეგებ ახლა გამოიჩინონ გონიერება, პატიმარი ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე იზრუნონ და გადადონ გვერდზე სიმძიმის ცენტრიდან პირადი გამორჩენის მიზნები.’’ – წერს ჩერგოლეიშვილი facebook – ზე.

მეტი

Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/estumre.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close